Georgia Palace SPA Center

Vote 5.0 (promedio de 7 opiniones)

Georgia Palace Hotel exclusively provides facilities to meet the needs of guests seeking health and beauty care procedures.




Georgia Palace Hotel & Spa - ს ექსკლუზიური სპა ცენტრი გთავაზობთ სახისა და სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

დახვეწილი და მშვიდი ატმოსფერო უზრუნველყოფს თქვენი სხეულის და გონების მოდუნებასა და გაჯანსაღებას.

სპა ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა პროცედურების ფართო არჩევანს:

არომათერაპია
სხეულის მასაჟი (კლასიკური, ანტისტრესული, შვედური, ანტიცელულიტური, ნატურალური თაფლით,სხეულის პილინგი)
შოკოლადის დღე სპაში
ენდერმოლოგია
ჰიდრო-კოლონოთერაპია
ინფრა წითელი საუნა
ანტისტრესული პაკეტი
გამაჯანსაღებელი პაკეტი
ანტიცელულიტური პაკეტი ქალბატონებისთვის
დეტოქსიკური პაკეტი

ჩვენი კოსმეტოლოგიური კაბინეტი მუშაობს მხოლოდ შვედურ კოსმეტიკური ფირმის "Swiss Line"-ის პროდუქციის გამოყენებით და გთავაზობთ შემდეგ პროცედურებს:

სახის დეზინკრუსტაციას და ღრმა გაწმენდას
სახის მასაჟს
ნიღბებს
კომპლექსების ფართო არჩევანს
"მარგალიტის ბრწყინვალებას"
ფოტო და ბიო-ეპილაციას
ფოტოგაახალგაზრდავებას
აქვე მოქმედებს კერალა აიურვედა სპა ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ტრადიციულ ინდურ პანჩაკარმა პროცედურებს:

აბჰიანგამი
შიროდჰარა
კიჟი
ადვართანამი
ნასიამი
პიჟიჩილი
იოგა
აიურვედა არის ინდური ტრადიციული სამედიცინო სისტემა, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება როგორც ალტერნატიული მედიცინის ფორმა. აიურვედას ორი განხრა არსებობს: პრევენტული, ანუ ჯამრთელობის გამაკაჟებელი პროცედურები, და სამკურნალო პროცედურები.
აიურვედას ჯამრთელობის პროგრამები რეკომედნირებულია იმუნიტეტის ასამაღლებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.ძირითადი პროცედურები ასეთ პროგრამებში არის ტრადიციული მასაჟის ტექნიკა, რომელიც ადუნებს სხეულის ქსოვილებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
აიურვედას ბალახეული წამლებს არ ახასიათებს უკუჩვენებები.ბუნებრივი მცენარეული კომპონენტები ეხმარება სხეულს გაჯანსაღებაში. აიურვედა არა მხოლოდ კურნავს დაავადებას, არამედ ხელს უშლის მის წარმოქმნას და თავიდან გაცილებთ ხანგძლივი მკურნალობის პროცესს.
ჩვენი სამკურნალო პაკეტები შეიცავს ტრადიციულ აიურვედულ მასაჟებს, მცენარეულ წამლებს, სპეციალურ კვებას და იოგას. გთავაზობთ ასევე სამკურნალო პაკეტებს შემდეგი დაავადებებისათვის: ფსორიაზი, ეგზემა, ასთმა, დისკოზი, ართრიტი, ზოგადი სისუსტე, კისრის მალების დაავადებები, პარალიჩი, დიაბეტი, სისხლის წნევა, ქოლესტეროლი, უნაყოფობა, შაკიკი, სინუსიტი, თმის ცვენა, წყლულოვანი დაავადებები, ჭარბი წონა, რადიკულიტი და უძილობა.

    Health/Beauty, Hotel, Massage Service

   gph.ge

      Facebook

      275 Agmashenebeli str, Kobuleti, Georgia, Kobuleti, Georgia

Deje su comentario


Otro en el área



"Relájate... con un clic"